ტურინის „იუვენტუსმა“ რომის „ლაციო“ საკუთარ კედლებში გაანადგურა და დაამტკიცა, რომ მომდევნო სეზონში, სკუდეტოს დაცვის გარდა, ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევადაც ძალუძს გრანდებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა.
რომაელებთან დაპირისპირებაში, ტურინელები არტურო ვიდალმა დააწინაურა, რომელიც პოლ პოგბას ბრწყინვალე პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. რამდენიმე წუთში, ჩილელი ამჯერად ლეონარდო ბონუჩის გადაცემას გამოეხმაურა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
„ლაციომ“ ანგარიშში სხვაობა ორიოდ წუთშივე შეამცირა – მიროსლავ კლოზე ჯანლუიჯი ბუფონის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს დაუხვდა და კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
მეორე ტაიმში, ტურინელები აბსოლუტურ უპირატესობას დაეუფლნენ, რაც შედეგზეც ნათლად აისახა. მე–2 ნახევრის საწყის წუთებში, ბონუჩიმ მორიგი ბრწყინვალე პასი გააკეთა და მირკო ვუჩინიჩს ზუსტი დარტყმა არ გასჭირვებია – 3:1.
63–ე წუთზე, ორი ყვითელი ბარათის გამო, მსაჯმა რომაელთა ნახევარმცველი ერნანესი გააძევა, რითაც სტუმრებს ყველანაირი იმედი გადაუწურა. ტურინელთა მხრიდან საკონტროლო გასროლა ახალწვეულმა კარლოს ტევესმა განახორციელა – არგენტინელი სამხრეთამერიკულ სტილში, ეფექტურად გაისარჯა და ტაბლოზეც 4:1 აციმციმა.
თავისი მატჩი მოიგო „ნაპოლიმაც“, რომელიც „კიევოს“ ეწვია. ნეაპოლელთა მხრიდან ახალწვეულებმაც – ხოსე კალიეხონმა და გონსალო იგუაინმაც იხეირეს. ვერონელები 2–ჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ ალბერტო პალოსკის წყალობით, წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მასპინძელთა მაქსიმუმიც ეს იყო. 64–ე და 70–ე წუთებზე, მარეკ ჰამშიკმა და გონსალო იგუაინმა დალაშქრეს „კიევოს“ კარი და „ნაპოლის“ 4:2 მოაგებინეს.
ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“.
კიევო – ნაპოლი 2:4 (2:2)
კიევო: პუჯონი, ცესარი, დრამე, სარდო, პაპი, სესტუ (აკოსტი 69), რიგონი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (იმპროტა 81), ტერო (პელისიე 75), პალოსკი.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო
ნაპოლი: რეინა, ალბიოლი, ბრიტოსი, ბეჰრამი (ჯემაილი 65), მაჯო, სუნიგა, ინლერი, ჰამშიკი (პანდევი 74), კალიეხონი, იგუაინი (არმერო 84), ინსინიე.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლი: 0:1 ჰამშიკი (13), 1:1 პალოსკი (24), 1:2 კალიეხონი (28), 2:2 პალოსკი (40), 2:3 ჰამშიკი (64), 2:4 იგუაინი (70)
გაფრთხილება: რიგონი (57) – ბრიტოსი (62)
კარში დარტყმა: 13 (6) – 18 (8) ჯარიმა: 9 - 10 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 32% - 68% სეივი: 4 – 4
ტურინი. „იუვენტუს არენა“.
იუვენტუსი – ლაციო 4:1 (2:1)
იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ლიხშტაინერი (ისლა 78), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ვუჩინიჩი (კვალიარელა 81).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ლაციო: მარკეტი, რადუ, ნოვარეტი, კავანდა (ფლოკარი 72), ცანა, ბილია (ლედესმა 65), ერნანესი, გონსალესი, კანდრევა, ლულიჩი, კლოზე (ედერსონი 82).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
გოლი: 1:0 ვიდალი (14), 2:0 ვიდალი (26), 2:1 კლოზე (28), 3:1 ვუჩინიჩი (49), 4:1 ტევესი (80)
გაფრთხილება: ბონუჩი (40) – ერნანესი (38)
გაძევება: ერნანესი (63)
კარში დარტყმა: 12 (5) – 17 (11) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 10 – 1
1. | ნაპოლი | 2 | 2 | 0 | 0 | 7:2 | 6 | |
2. | იუვენტუსი | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
3. | რომა | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
4. | ინტერი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
5. | ტურინი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
6. | ფიორენტინა | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | |
7. | კალიარი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | |
8. | ვერონა | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | |
9. | ლაციო | 2 | 1 | 0 | 1 | 3:5 | 3 | |
10. | პარმა | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | |
11. | კიევო | 2 | 0 | 1 | 1 | 2:4 | 1 | |
12. | უდინეზე | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
13. | მილანი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
14. | სამპდორია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:1 | 0 | |
15. | ატალანტა | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
16. | კატანია | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
17. | ჯენოა | 1 | 0 | 0 | 1 | 0:2 | 0 | |
18. | სასუოლო | 1 | 0 | 0 | 1 | 0:2 | 0 | |
19. | ლივორნო | 1 | 0 | 0 | 1 | 0:2 | 0 | |
20. | ბოლონია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:3 | 0 |