ტურინის “იუვენტუსს” ზამთრის სატრანსფერო სეზონში “ჯენოას” ფორვარდის – ალბერტო ჯილარდინოს შეძენა გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
ტურინელები იტალიელის შეძენას გასული სატრანსფერო სეზონის უკანასკნელ საათებში ცდილობდნენ, მაგრამ გენუელებთან შეთანხმება ვერ მოასწრეს. იანვარში, თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ჯილარდინოს ტრანსფერს ხელს აღარაფერი შეუშლის.
როგორც ირკვევა, ჯილარდინოს “იუვენტუსში” გადასვლა გარკვეულწილად დამოკიდებულია მარკო ბორიელოს “რომადან” “ჯენოაში” გადაბარგებაზე.