ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. აპენინური პრესის ცნობით, 35 წლის შუახაზელი “ბებერ სინიორაში” 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება
იტალიელს ტურინელებთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ტურინელებს მისი შენარჩუნება სურთ და უკანასკნელ კვირებში, ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ცნობისათვის, პირლომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.