ფეხბურთი

18:18 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” ვიდალს ფასი დაადო

 

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მზადაა, ნახევარმცველი არტურო ვიდალი ტრანსფერზე დააყენოს. ესპანური პრესის ცნობით, ტურინელები ჩილელი ლეგიონერის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვენ.

ბოლო კვირებში გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ვიდალის შეძენა ყველაზე მეტად “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბს სურს. კატალონიური კლუბის თავკაცმა ხერარდო მარტინომ უკვე პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსაც მიმართა თხოვნით. არგენტინელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ არტურო ვიდალი “ბარსელონასთვის” ძალიან საჭირო ფეხბურთელია.


0.117008