ფეხბურთი

3:59 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იუვემ“ კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა

სერია A-ს 37-ე ტურის პირველ მატჩებში, ერთმანეთს ის გუნდები შეხვდნენ, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მოტივაცია აღარ აქვთ. შესაბამისად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დღის მთავარი მოვლენა არა მოედანზე განვითარებული მოვლენები, არამედ „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონის თასის გადაცემა იყო.

საზეიმოდ განწყობილმა „იუვემ“ თავისი თამაში ვერ მოიგო. „კალიარისთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, ტურინელებმა 9-მატჩიანი სერია შეწყვიტეს და გარდა ამისა, ბოლო 6 თამაშში პირველი ბურთი გაუშვეს. ეს გოლი მე-12 წუთზე გავიდა, როდესაც სტუმართა კონტრშეტევის დროს, იბარბომ ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ჯერ მარკიზიოსთან, შემდეგ ბარძალისთან და ბოლოს ორივე მათგანთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა. „ბებერი სინიორა“ წაგებისგან ვუჩინიჩმა იხსნა, რომელმაც 61-ე წუთზე, ცარიელ კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.

 

იუვენტუსი-კალიარი 1:1 (0:1) 

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38933

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი, ბარძალი (კასერესი 14), ბონუჩი, კიელინი, ჯაკერინი, ვიდალი, მარონე, მარკიზიო, ისლა, მატრი (კვალიარელა 71), ჯოვინკო (ვუჩინიჩი 51).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო (კოსუ 53), როსეტინი, ასტორი (ერიკსონი 65), მურუ (დელ ფაბრო 53), დესენა, კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი, პინილია, იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 0:1 იბარბო (12), 1:1 ვუჩინიჩი (61).

გაფრთხილებები: კიელინი 90 - მურუ 33.

მსაჯი: ჯამპიერო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (8)-8 (1), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 3-3, სეივი: 0-6, ჯარიმა: 9-9.

 

კატანია-პესკარა 1:0 (0:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 13000

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე (ბიაჯანტი 24), სპოლი, კაპუანო, ისკო, ლოდი, ალმირონი (კასტრო 71), ბარიენტოსი (სალიფუ 90), ბერგესიო, გომესი.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

პესკარა (4-2-3-1): პერინი, ძანონი, კოშიჩი, კაპუანო, ბალძანო (ძაური 73), ბლაზი (იანასკოლი 81), ტონი, დი ფრანჩესკო, ბიარნასონი, ბოკეტი, სფორცინი.

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.

გოლი: 1:0 გომესი (52).

გაფრთხილებები: ბელუსკი 63 - კოშიჩი 40, ბალძანო 60, ბოკეტი 63, ძაური 84.

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17 (8)-5 (2), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-7, ჯარიმა: 8-22.

თეგებიიუვენტუსი
0.137905