ფეხბურთი

10:58 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია პრობლემა არაა”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, მას გუნდის მართვის პრობლემა არ შეექმნება.

კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის მსვლელობისას, რომელიც მისმა გუნდმა “ნაპოლისთან” 1:2 წააგო, სათადარიგო მსაჯს აგინა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. დღეს დორტმუნდელები “მარსელს” მასპინძლობენ და 46 წლის სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება. ამასთან, მას თამაშამდე და და შესვენებისას გასახდელში შესვლის უფლებაც არ ექნება.

“ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია პრობლემა არაა. მეტს ჰუმელსმა დღეს მითხრა, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს პირველ რიგში ვიჯდები თუ მეთექვსმეტეში. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ვიჯდე, თამაშზე გავლენას მაინც მოვახდენ. სირთულე ისაა, რომ თამაშამდე და შესვენებისას გასახდელში ყოფნის უფლება არ მექნება. ჟელკო ბუვაჩი საუკეთესოა იმ მწვრთნელებს შორის ვისაც ვიცნობ. მას არ უყვარს ფეხბურთისგან შოუს მოწყობა. იგივე ითქმის ჩემზეც.

დღეს უკვე ვესაუბრე ჩემს კოლეგას და ვუთხარი, რომ გამოცდილებას ვერ შეიძენ. ის უნდა მიიღი, ჩვენ კი, გამოცდილება უკვე საკმარისი გვაქვს. ორი წლის წინ “მარსელთან” კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მოულოდნელად დიდი სხვაობით დავმარცხდით, განსაკუთრებით საფრანგეთში. მაშინ ჩვენ გერმანიაშიც დავმარცხდით. ახლა შურისძიების წყურვილი გვაქვს. არ ვიტყვი, რომ ის ძალიან დიდია, მაგრამ მაინცაა.

ნეაპოლში დაკარგული ქულების ანაზღაურების უამრავი საშუალება გვაქვს. ის მარცხი მომავალი თამაშის წინ ბევრ არაფერს ცვლის. გამარჯვებული ერთი ნაბიჯით წინ წავა. სახლში ვთამაშობთ და ამისთვის მეტ ზეწოლას განვიცდით, ვიდრე “მარსელი”, მაგრამ ეს ნორმალურია. მეტოქემ ძალიან კარგად დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი. “მარსელის” რამდენიმე ფეხბურთელმა ჩვენ წინააღმდეგ ორი წლის წინ ითამაშა და ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ. ისინი ძალიან კარგ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და შესანიშნავად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ისინი შეტევაში და დაცვაშიც ძლიერები არიან, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცუდები. “დორტმუნდმა” კარგად იცის როგორ შეუქმნას პრობლემები მოწინააღმდეგეს. შარშანწინ გამოცდილება გვაკლდა, ახლა ამ კუთხით პრობლემა არაა და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი” - ისაუბრა მომავალ დაპირისპირებაზე უეფას ოფიციალურ საიტთან კლოპმა.

 

0.115678