კატალონიის “ბარსელონასთან” 2-მატჩიან დუელში 7:0 გამარჯვების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი იუპ ჰაინკესი ერთობ კმაყოფილი გახლდათ.
“ვფიქრობ, კარგია, რომ ჩემმა გუნდმა მატჩი კარგად ორგანიზებულმა დაიწყო. პირველსავე წუთებიდან ბრწყინვალედ ვთამაშობდით. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიონელ მესის გარეშე, “ბარსელონა” აბსოლუტურად სხვა გუნდია. დარწმუნებული ვარ, ორი მატჩის ჯამში 7:0 გამარჯვებას არავინ ელოდა. ესპანური ფეხბურთს, განსაკუთრებით “ბარსელონას”, შესანიშნავად ვიცნობ. ვიცი კატალონიელების ფილოსოფია და ის, როგორი თამაშიც მათ უყვართ. “ბაიერნმა” ჩემი ტაქტიკური დავალებები ბრწყინვალედ შეასრულა. ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო. რობენი მეკარესთან პირისპირ გაგვყავდა - ისე, როგორც მას უყვარს. პირველმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ვერ ვიტყვი, ეს “ბარსელონას” ერის დასასრული იყო თუ არა. კატალონიელებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდათ, ჩვენ კი, შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
“დორტმუნდმა” ფინალში თამაში დაიმსახურა, რადგან წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს. ისიც აღვნიშნოთ, რომ მათი ფინალში გასვლა ცოტა არ იყოს მოულოდნელია. იმედია, “უემბლიზე” გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. “ბარსასთან” მატჩს კარგად გავაანალიზებთ, ფინალში გასვლას ვიზეიმებთ და “დორტმუნდთან” ბუნდესლიგის უახლოესი ტურის მატჩისთვის მოვემზადებით”, - ციტირებს ჰაინკესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.