ფრანკფურტის “აინტრახტის” ყოფილი მცველი სებასტიან იუნგი კარიერას “ვოლფსბურგში” გააგრძელებს, რომელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.
იუნგი “აინტრახტის” აღზრდილია, სადაც დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და 145 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
განვლილ სეზონში, მან ბუნდელისგაში 30 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპის ლიგაში – 6, რომლებშიც 7 საგოლე პასი გააკეთა.
23 წლის ფეხბურთელს გერმანიის ეროვნულ გუნდში დებიუტი წელს პოლონეთის ნაკრებთან ჰქონდა.