კატალონიის “ბარსელონა” პორტუგალიური “პორტუს” ნახევარმცველის – ხუან იტურბეს შეძენითაა დაინტერესებული. El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები 20 წლის არგენტინელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.
სადღეისოდ, იტურბე იჯარის წესით “ვერონაში” თამაშობს. იტალიის მიმდინარე სეზონში, სამხრეთამერიკელმა 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა, რითაც არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
სეზონის ბოლოს, “ვერონას” იტურბეს გამოსყიდვა 14 მილიონ ევროდ შეეძლება. ამის შემდეგ, იტალიელებს არგენტინელის გაშვება ნებისმიერ კლუბში შეეძლებათ.