ფეხბურთი

13:47 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალო ძანძი: “რომას” შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდეს”

 

იტალიური “რომას” გენერალურმა დირექტორმა იტალო ძანძიმ გლობალური გეგმები გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც “ძუ მგლები” მსოფლიოს საუკეთესო კლუბად უნდა იქცნენ.

“ბევრი უნდა ვიფიქროთ ზედიზედ რვა გამარჯვებაზე, რადგან ეს ჩვენი საბოლოო მიზანი სულაც არაა. გვსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გავხდეთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვფიქრობთ, ამისათვის ყველაფერი გვაქვს და აუცილებლად მივაღწევთ საფეხბურთო მწვერვალს. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა. კმაყოფილნი ვართ, რადგან გუნდში ისეთი კარგი მწვრთნელი მუშაობს, როგორიც რუდი გარსიაა. ვფიქრობთ, მას ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ ამ სეზონში და მომავალშიც დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ყველაფრის მიუხედავად, მოცემულ მომენტში ჩვენი მიზანი ევროთასებზე დაბრუნებაა” - განუცხადა BBC-ს ძანძიმ.

სერია A-ს რვა ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სწორედ “რომა” ლიდერობს, რომელმაც გასული სეზონის შედეგების მიხედვით ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა და მთელი ყურადღება ჩემპიონატის მატჩებზე აქვს დათმობილი.

0.113323