ფეხბურთი

15:16 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტა: "იტალიის ჩემპიონატი ყველაზე რთულია"

 

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა გაბრიელ ბატისტუტამ პაბლო ოსვალდოს “საუტჰემპტონიდან” “იუვენტუსში” გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ფიორენტინასა” და “რომას” ყოფილ მეგოლეს მიაჩნია, რომ იტალიის ჩემპიონატი ყველაზე რთულია.

“ველოდი თუ არა, რომ ოსვალდო ასე მალე დაბრუნდებოდა იტალიაში? არა, მაგრამ რახან დაბრუნდა, ესე იგი ასე სურდა. პაბლო იტალიას კარგად იცნობს და ბევრის მიღწევა შეუძლია. რაც არ უნდა იყოს, იტალია ყველაზე ძლიერ და რთულ ჩემპიონატად რჩება. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი ფეხბურთი იტალიაშია, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე რთული ნამდვილადაა”, - განუცხადა ბატისტუტამ იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ “საუტჰემპტონში” გადასვლამდე, ოსვალდო “რომას” ღირსებას იცავდა.

0.115584