ფანტასტიური შედეგით – 5-დან 5 ქულა დაასრულა ამერიკულ სენტ-ლუისში მიმდინარე სინქუეფილდის თასის გათამაშების პირველი წრე იტალიელმა ფაბიანო კარუანამ (2801).
ცნობისთვის, ტურნირი მსოფლიოს წამყვან ექვს მოჭადრაკეს (ტოპ-ათეულიდან) შორის ორ წრედ ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 315 000 დოლარს შეადგენს. აქედან, გამარჯვებულზე 100 000 დოლარია განსაზღვრული, მეორე ადგილი – 75 000-ს მიიღებს, მესამე – 50 000-ს, მეოთხე - 40 000-ს, მეხუთე – 30 000-ს, ბოლო ადგილზე გასული მონაწილე კი 20 000-ით “დაკმაყოფილდება”.
შეჯიბრზე კიდევ 5 ტურია დაგეგმილი, საჭიროების შემთხვევაში კი, 7 სექტემბერს პლეი-ოფის პარტიებიც ჩატარდება.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ფაბიო კარუანა (იტალია, 2801) – 5 ქულა;
2-3. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2772), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2877) – 2.5 ქულა;
4. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2768) – 2 ქულა;
5-6. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2805), ჰიკარუ ნაკამურა (იაპონია, 2787) – 1.5 ქულა;