კალათბურთი

1:00 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მსაჯი დასაჯეს

ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოაშორა იტალიელი მსაჯი გერინო ჩერებუკა, რომელმაც სერბეთ-საფრანგეთის მატჩში საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ საფინალო სირენამდე ერთი წამით ადრე, არბიტრმა სერბი მიროსლავ რადულიცა ფრანგ ჟოფრი ლოვერნზე ფოლისთვის დააჯარიმა, არადა, თამაშის შემდეგ თავად ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა.

ლოვერნის საჯარიმოს წყალობით, ფრანგებმა მეტოქე 74:73 დაამარცხეს, იტალიელ არბიტრს კი ბარგის ჩალაგება და სამშობლოში ნაადრევად დაბრუნება მოუწევს.

0.121506