იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ორი დღით გააგრძელოს, რათა ევროსტანდარტებში ჩაჯდეს. ამჟამად მოქმედი კანონით, იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ევროპაში კი ფეხბურთელის ყიდვა-გაყიდვა 2 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
აპენინური ფეხბურთის ხელმძღვანელები ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საგანგებო სხდომის ჩატარებას აპირებენ.