სერია A-ს მე-14 ტურის პირველ სათამაშო დღეს, ორივე მატჩი ერთი და იგივე ანგარიშით დასრულდა. როგორც „პარმამ“ და „ბოლონიამ“, ასევე „ჯენოამ“ და „ტორინომ“, ერთმანეთს თითო გოლი აკმარეს.
ემილია-რომანულ დაპირისპირებაში ანგარიში პანაგიოტის კონემ გახსნა, რომელსაც ქულების გამყოფი დარტყმით ანტონიო კასანომ უპასუხა. ცნობისთვის, 31 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
გენუაში გამართულ მატჩში, სტუმარი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარის, მატია პერინის კარგი თამაშის გამო, შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა.
პარმა-ბოლონია 1:1 (1:1)
პარმა, “ენიო ტარდინი” 12000
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი, აკუა (პალადინო 76), მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი (ამაური 82), კასანო, სანსონე.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, სორენსენი, ნატალი, ანტონსონი, გარიკსი, პერესი (პაციენცა 68), კრინი, მორლეო, კონე, ხრისტოდულოპულოსი (ლაშალტი 64), ბიანკი (მოსკარდელი 90).
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 0:1 კონე (10), 1:1 კასანო (23).
გაფრთხილებები: კასანი 28, კასანო 31, პალეტა 35, ლუკარელი 46, მარკიონი 57, გობი 89 - პერესი 32, სორენსენი 33, გარიკსი 84.
გაძევება: სორენსენი 53.
მსაჯი: მასიმილიანო ირატი.
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 18 (8)-7 (4), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-7, ჯარიმა: 16-12.
ჯენოა-ტორინო 1:1 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000
ჯენოა (3-4-2-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მარკეზე, ვრსალჟკო, ბიონდინი, მათუსალემი, ანტონელი (გამბერინი 88), სენტურიონი (ფეტფაციდისი 46), კუცკა, ჯილარდინო (კალაიო 84).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
ტორინო (4-1-3-2): პადელი (გომისი 52), გლიკი, ბოვო, მორეტი, დარმიანი, ვივესი (ბრიგი 88), ფერნერუ, პასკუალე, ელ კადური (ბაშა 80), ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 0:1 ელ კადური (7), 1:1 ბიონდინი (69).
გაფრთხილებები: მათუსალემი 23, მარკეზე 59, პორტანოვა 89 - ვივესი 17, გომისი 60.
მსაჯი: სებატიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 16 (6)-21 (10), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 0-5, სეივი: 9-5, ჯარიმა: 15-13.