იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო გამოაკლდა. ჰავბეკმა ტრავმა გუშინ მიიღო, ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში (0:0). თამაშის დასრულების შემდეგ კი ნაკრების ექიმმა ენრიკო კასტელაციმ გამოაცხადა, რომ მონტოლივოს წვივის მოტეხილობა აქვს.
სავარაუდოდ დღეს, რიკარდო მონტოლივოს ოპერაციას გაუკეთებენ. სარეაბილიტაციო პერიოდი კი მინიმუმ ორი თვე გაგრძელდება.