თამაშგარე

10:06 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისრები ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატს

 

სანამ ფეხბურთის, და არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრები დღეებს და საათებს ითვლიან ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მანამ თავად ამ ქვეყანაში, არც მეტი არც ნაკლები, ამ ჩემპიონატის საწინააღმდეგო გამოსვლები პიკს აღწევს.

მაგალითად, მანიფესტანტებმა სტადიონზე მსოფლიო თასის წარდგენის ღონისძიება ჩაშალეს. გაფიცვაში 2500 ადამინი მონაწილეობდა, რომლებიც თვლიან, რომ ის მილიონები, რაც ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად იხარჯება, ჯობია ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების გაუმჯობესებას მოხმარდეს.

დემონსტრაციაში ინდიელთა ტომების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიციელებს ისრები დაუშინეს. ამის შედეგად, ერთ-ერთი სამართალდამცავი დაიჭრა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საპროტესტო გაფიცვები მოეწყო სან-პაულუში და რიო დე ჟანეიროშიც. ქალაქ გოიასის პროკურორმა კი, სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და მოითხოვა შეწყდეს ქვეყნის ხელისუფლების სარეკლამო კამპანია.

0.138273