სხვა

11:17 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელი - საქართველო 33:23

საქართველოს ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო ისრაელში. ამჯერად ქალაქ რიშონში - 23:33. წინადღით ანგარიში 28:29 იყო.


ისრაელი - საქართველო 33:23

28 დეკემბერი, 2013. რიშონი. ამხანაგური მატჩი.

ისრაელი: იააკოვი, შიკლოში - ნათანი 5, როზენტალი 5, ჰამამი 4, დავდა 3, გალი 3, ფრიდმანი 2, სტელმანი 2, კოფმანი 2, შიმონი 2, გ. პომერანცი 2, ტურელი 1, სიჩენკო 1, აპო 1, მეიროვიჩი, სმოლერი, გერა, სტრაიდომი,  ჩ. პომერანცი (ორწუთიანი - შიმონი)

საქართველო: ტორონჯაძე,  თევზაძე - გვაზავა 5, ჩიქოვანი 4, მსხვილიძე 3, ორჯონიკიძე 2, ტალახაძე 2, გამზარდია 2, რუსია 2, ამირანაშვილი 1, აბრამიშვილი 1, მაისურაძე 1, სიმონია წითელიშვილი (ორწუთიანი - მსხვილიძე 2, ჩიქოვანი)
მსაჯები: ასაფ ფარანი, იარონ ბენ დანი (ისრაელი)

ნაკრების მწვრთნელმა, ჯორჯე რაშიჩმა თამაშის საშუალება ყველას მისცა, გუნდის ლიდერები კი უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ქართველები მხოლოდ მატჩის დასაწყისში ლიდერობდნენ - 5:2, ამის შემდეგ კი ისრაელმა სპურტი მოაწყო და ტაიმი 18:11 მოიგო.

საქართველოს ნაკრები კიდევ ორი დღე დარჩება ისრაელში და ორ ვარჯიშს გამართავს, 31 დეკემბერს კი ჩაფრინდება ანკარაში, სადაც 2 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს თურქეთის ნაკრებთან. გუნდს ანკარაში დახვდება სერგო დათუკაშვილი, ხოლო 1 იანვარს დაემატება რევაზ ჭანტურია და თამაშზე უძლიერესი შემადგენლობით იქნება.  თურქებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დღეს რევანში აუღეს ირანის ნაკრებს - 28:25.

დღესვე ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ასევე ემზადება საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ქართველმა ჭაბუკებმა დუშეთში 39:24 დაამარცხეს სომეხი თანატოლები.

http://geohandball.ge

0.147164