ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი მაურისიო ისლა დიდი ალბათობით საკუთარ გუნდს სერია A-ს მომდევნო ტურში ფლორენციის “ფიორენტინას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
La Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩილეს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კოლუმბიის წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.
გუშინ ისლას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობი რჩება. აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინას” წინააღმდეგ ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ შტეფან ლიხტშტაინერი, მარტინ კასერესი და სიმონე პეპე.