როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის „ბარსელონამ“ და მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონი გამარჯვებებით დაიწყეს. გაცილებით იოლი მატჩი ჰქონდათ „კამპ ნოუს“ ბინადრებს, რომლებმაც „ლევანტეს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩში მოვლენები ძალზე სწრაფად წარიმართა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბარსელონელები ფეხბურთს მოწყურებულნი იყვნენ. ცხადია, „ლევანტე“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მეტოქისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო.
ალექსის სანჩესისა და ლიონელ მესის გოლების წყალობით, კატალონიელებმა მატჩის დებიუტშივე ცხადყვეს გამარჯვებულის ვინაობა. გასარკვევი ისღა იყო, რა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე საფინალო სასტვენის შემდეგ. 24–ე წუთზე, „ბარსას“ უპირატესობა დანიელ ალვესმა გაზარდა, ორიოდ წუთში კი, პედრომაც გამოიჩინა თავი და ხერარდო მარტინოს გუნდს უპირატესობა გაუმყარა.
ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯერ ლეო მესიმ აქცია პენალტი გოლად, შემდეგ კი, ვეტერანმა ჩავიმ იხეირა და თავისი გუნდი შესვენებაზე უდიდესი უპირატესობით გაიყვანა. მე–2 ტაიმში, პედრო როდრიგესმა დუბლი გაიფორმა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში – 7:0 დააფიქსირა. კარგი მატჩი ჩაატარა სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც ერთბაშად 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. პრიმერაში დებიუტი ჰქონდა ნეიმარს – ბრაზილიელმა მოედანზე თითქმის ნახევარი საათი გაატარა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
შედარებით რთული მატჩი ჰქონდა „რეალს“, რომელმაც „ბეტისი“ ახალწვეული ისკოს გოლით დაამარცხა. მატჩი მადრიდელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო – მე–14 წუთზე, სედრიკ მაბვატიმ სოლორეიდი განახორციელა და ხორხე მოლინას უპასა, ამ უკანასკნელს კი, გატანა არ გასჭირვებია.
„რეალმა“ წონასწორობა 10 წუთში აღადგინა – კარიმ ბენზემამ ისკოს პასი აქცია გოლად. მატჩს გადამწყვეტი ეპიზოდი 86–ე წუთზე დადგა – ისკომ მარსელოს ჩაწოდებულს თავი დაჰკრა და სადებიუტო მატჩში საგოლე პასთან ერთად გოლიც მიითვალა – 2:1.
კარგად დაიწყო სეზონი დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“, რომელიც „სევილიას“ ეწვია და 3:1 დაამარცხა. სტუმრად იმარჯვა „გრანადამ“ – ლუკას ალკარასის შეგირდებმა „ოსასუნას“ 2:1 სძლიეს.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 73812
ბარსელონა – ლევანტე 7:0 (6:0)
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ადრიანო, მასკერანო, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო (ტელიო 75), სანჩესი (ნეიმარი 65), მესი (ინიესტა 71).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ლევანტე: ნავასი, ლოპესი, ნავარო, როდასი, ხუანფრანი, პინტუ (ელ–ადუა 46), სიმანი (პალიარდო 46), ელ–ზჰარი (ივანშიცი 64), გარსია, კსუმეტრა, ბარალი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლები: 1:0 სანჩესი (3), 2:0 მესი (12), 3:0 ალვესი (24), 4:0 პედრო (26), 5:0 მესი (42პ.), 6:0 ჩავი (45), 7:0 პედრო (73)
გაფრთხილებები: ნეიმარი (88) – ბარალი (28), ელ–ადუა (50), როდასი (68), კსუმეტრა (78)
კარში დარტყმა: 22 (13) – 4 (1) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 78% - 22% სეივი: 1 – 6
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 65000
რეალი – ბეტისი 2:1 (1:1)
რეალი: ლოპესი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ხედირა (კასემირო 56), მოდრიჩი, იოზილი (დი მარია 69), ისკო, რონალდუ, ბენზემა (მორატა 81).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ბეტისი: ანდერსენი, ჩკა, პერკისი, პაულანი, ნაჩო, მატილია, იგებორი, ვერდუ (როდრიგესი 79), ხუანფრანი (ვადილიო 70), მაბვატი (კარლოსი 62), მოლინა.
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 0:1 მოლინა (14), 1:1 ბენზემა (26), 2:1 ისკო (86)
გაფრთხილებები: მოდრიჩი (50) – მატილია (30), ჩიკა (90)
კარში დარტყმა: 22 (9) – 12 (4) ჯარიმა: 11 - 20 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 9 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 3 – 7
პამპლონა. „ელ სადარი“. 15000
ოსასუნა – გრანადა 1:2 (0:2)
ოსასუნა: ფერნანდესი, ლოტიე, ბერტრანი, ორიოლი, არიბასი, პუნიალი, დე ლას კუევასი, არმენტეროსი, სეხუდო (სისი 46), ლოე (სანხურხო 46), ნუნიესი (რიერა 66).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი, მურილიო, იებდა, იტურა, ბრაიმი (ფატო 86), ბენიტესი (გარსია 78), პიტი (რიკო 88), ელ–არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლები: 0:1 ელ–არაბი (37), 0:2 იებდა (45), 1:2 პუნიალი (58)
გაფრთხილებები: ლოე (27) – იებდა (32), პიტი (48), რობერტო (77), ნიომი (90)
კარში დარტყმა: 14 (5) – 13 (4) ჯარიმა: 15 - 17 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.
სევილია – ატლეტიკო 1:3 (1:1)
სევილია: ბეტუ, პარეხა (კონდოგბია 46), ფასიო, კოკე, მორენო, რაკიტიჩი, მარინი, იბორა (პუერტო 63), პეროტი, მაჩინი, ბაკა (გამეირო 73).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, თურანი (ოლივერი 58), კოკე (როდრიგესი 81), ვილია (ბაპტისტანი 70), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოსტა (35), 1:1 პეროტი (37), 1:2 კოსტა (79), 1:3 როდრიგესი (90)
გაფრთხილებები: პეროტი (44), კონდოგბია (50), კოკე (75), მარინი (85), მაჩინი (86) – თურანი (1), გაბი (49), მირანდა (56), ოლივერი (66)
კარში დარტყმა: 14 (5) – 16 (6) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 1 - 9 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 3 – 4