სხვა

23:44 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისინბაევამ ტაიმაუტის აღებამდე კიდევ ერთი სიმაღლე აიღო


მოსკოვში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო პირველობის მეოთხე დღის უმთავრეს მოვლენად ქალ ჭოკით მხტომელთა შეჯიბრი იქცა. ელენა ისინბაევამ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოჯახის შექმნისა და ბავშვის გაჩენის მიზნით, სპორტს დროებით თავს ანებებს, საკარიერო ტაიმაუტის აღების წინ კიდევ ერთი სიმაღლე აიღო – თავის მდიდარ კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ოქრო შემატა.
შეგახსენებთ, რომ ორგზის (2004, 2008) ოლიმპიურ ჩემპიონს, ორგზის (2005, 2007) მსოფლიოს ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენს (5,06) ღია არენაზე ასეთი დიდი გამარჯვებისათვის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ აღარ მიეღწია. 2009 წლის ბერლინის და 2011 წლის დეგუს მსოფლიო ჩემპიონატებზე ის სულაც უმედლოდ დარჩა, ხოლო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამჯერად კი 31 წლის რუსმა კვლავ უმაღლეს დონეზე იასპარეზა. მას შემდეგ, რაც მან და კიდევ ორმა მონაწილემ – შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ამერიკელმა ჯენიფერ სურმა, და ვერცხლის მედალოსანმა, კუბელმა იარისლეი სილვამ, 4,82 მეტრი აიღეს, ისინბაევა პირველსავე ცდაზე გადაევლო 4,89 მეტრზე შემოდებულ თამასას. სურმა და სილვამ კი იმავის გამეორება ვეღარ შეძლეს. ამის შემდეგ ისინბაევამ საკუთარი მსოფლიო რეკორდის 1 სმ-ით გაუმჯობესებაც სცადა, თუმცა – ამაოდ.
ორიოდე დღის წინ რუსმა ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავთო, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:
“მე კარიერას არ ვასრულებ. უბრალოდ პაუზას ვიღებ, რათა ოჯახი შევქმნა და ბავშვი გავაჩინო. მერე დავბრუნდები. მსურს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) კიდევ ერთი ოქრო მოვიხვეჭო. თუ ეს არ გამომივა, მაშინ ნამდვილად დავასრულებ კარიერას. ახლა კი მხოლოდ პაუზას ვიღებ. უბრალოდ ძალიან მინდა ბავშვები. ასე რომ 2014 წელს ასი პროცენტით გამოვტოვებ.”
ისინბაევას გარდა მასპინძლებს მეორე ოქრო დღეს კიდევ ერთმა ელენამ, ლაშმანოვამ, მოუტანა 20 კმ-ზე სპორტულ სიარულში.
კაც ბადროს მტყორცნელთა შეჯიბრი რობერტ ჰარტინგის გამარჯვებით დასრულდა – 28 წლის გერმანელმა მონაწილეთაგან ერთადერთმა შეძლო ბადრო 69-მეტრიანი ნიშნულისთვის გადაეცილებინა (69,11), და ზედიზედ მესამე მსოფლიო პირველობა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ჰარტინგი ასევე მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონიცაა.
ვერცხლის მედალი, ისევე როგორც 2009 წლის ბერლინის მსოფლიო პირველობასა და შარშანდელ ოლიმპიადაზე, 30 წლის პოლონელ პიოტრ მალახოვსკის ხვდა წილად. არადა, მიმდინარე სეზონში ის ერთადერთია, ბადრო 70 მეტრზე შორს რომ ტყორცნა.
მესამე ადგილი პეკინის ოლიმპიადის და 2007 წლის ოსაკის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, 34 წლის ესტონელმა გერდ კანტერმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჰარტინგზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონი მისი ლეგენდარული თანამემამულე ლარს რიდელი გამხდარა – ამ უკანასკნელმა 1991-2001 წლებში ზედიზედ ხუთ მსოფლიო პირველობაზე იმარჯვა.
კაცთა შორის 800 მეტრზე რბენა კენიელი მსოფლიო რეკორდსმენის დევიდ რუდიშას არყოფნაში (ის ტურნირს მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა) 19 წლის ეთიოპელმა მოჰამედ ამანმა მოიგო. ამანმა, რომელიც შარშან სტამბულში გამართულ “ზამთრის” მსოფლიო ჩემპიონატზეც პირველი იყო, წინ გაჭრილ ამერიკელ ნიკ სიმონდს ფინიშის სწორზე განხორციელებული მძლავრი აჩქარების წყალობით სძლია.
კაცებში 400 მეტრზე ფინალური გარბენში სეზონის საუკეთესო შედეგით იმარჯვა 27 წლის ამერიკელმა ლაშონ მერიტმა. ამ დისტანციაზე პეკინის ოლიმპიადისა და 2009 წლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა და 2007 და 2011 წლების მსოფლიო პირველობათა ვერცხლის მედალოსანმა მეტოქეებს შთამბეჭდავი უპირატესობით აჯობა. შარშანდელი ოლიმპიადისა და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანმა, 20 წლის გრენადელმა კირანი ჯეიმსმა გარბენი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
ქალ შვიდჭიდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1983 წლის 24 აპრილს თბილისში დაბადებულმა უკრაინელმა ანა მელნიჩენკომ მოიხვეჭა. 100 მეტრზე რბენა მან მეორე ადგილზე დაასრულა (13,29), სიმაღლეზე ხტომა – მეხუთეზე (1,86), ბირთვის კვრა – მერვეზე (13,85), 200 მეტრზე რბენაში მეოთხე იყო (23,87), სიგრძეზე ხტომაში – მესამე (6,49), შუბის ტყორცნაში მე-16 ადგილზე გავიდა პირადი რეკორდით (41,87), ხოლო 800 მეტრზე გარბენში მე-7 ადგილზე დაიკავა (2.09,85), ჯამში 6586 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევარს, კანადელ ბრიან ტეისენ იტონს 56 ქულით გაუსწრო. ეს მისი კარიერის პირველი დიდი წარმატებაა.
27 წლის კენიელმა მილკა ჩემოს ჩეივამ კი 3000 მ სტიპლჩეიზში წინა ორ მსოფლიო პირველობაზე მოხვეჭილი ბრინჯაოს მედლები, როგორც იქნა, უმაღლესი სინჯის ჯილდოზე გადაცვალა. საამისოდ მას დღეს სეზონის საუკეთესო შედეგის – 9.12,55 – ჩვენება დასჭირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ოლიმპიადისა და წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა, რუსმა მარია ზარაპოვამ, რომელიც, ცხადია, უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ტიტულის დასაცავად რბენა ვეღარ შეძლო.


მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
13 აგვისტო.
კაცები
ბადროს ტყორცნა
1. რობერტ ჰარტინგი (გერმანია) 69,11
2. პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი) 68,36
3. გერდ კანტერი (ესტონეთი) 65,19

400 მ.
1. ლაშონ მერიტი (აშშ) 43,74
2. ტონი მაკკუეი (აშშ) 44,40
3. ლუგელინ სანტოსი (დომინიკელთა რ-ა) 44,52

800 მ.
1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) 1.43,31
2. ნიკ სიმონდსი (აშშ) 1.43,55
3. აიანლე სულეიმანი (ჯიბუტი) 1.43,76

ქალები
სპორტული სიარული. 20 კმ.
1. ელენა ლაშმანოვა (რუსეთი) 1:27.08
2. ანისია კირდიაპკინა (რუსეთი) 1:27.11
3. ლიუ ჰუნი (ჩინეთი) 1:28.10

შვიდჭიდი
1. ანა მელნიჩენკო (უკრაინა) 6586
2. ბრიან ტეისენ იტონი (კანადა) 6530
3. დაფნე სხიპერსი (ჰოლანდია) 6477

ჭოკით ხტომა
1. ელენა ისინბაევა (რუსეთი) 4,89
2. ჯენიფერ სური (აშშ) 4,82
3. იარისლეი სილვა (კუბა) 4,82

3000 მ. სტიპლჩეიზი
1. მილკა ჩემოს ჩეივა (კენია) 9.11,65
2. ლიდია ჩეპკურუი (კენია) 9.12,55
3. სოფია ასეფა (ეთიოპია) 9.12,84

ოთხშაბათს, 14 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონაზე მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი თამაშდება – ჩემპიონი და პრიზიორები კაცებში 50 კმ-ზე სპორტულ სიარულში გამოვლინდებიან.

საერთო ჩათვლა

1

 

აშშ

4

5

1

10

2

 

რუსეთი

3

1

2

6

3

 

კენია

2

2

1

5

4

 

გერმანია

2

2

1

5

5

 

ეთიოპია

2

1

2

5

6

 

იამაიკა

2

0

1

3

7

 

დიდი ბრიტანეთი

2

0

0

2

8

 

პოლონეთი

1

1

0

2

9

 

ახალი ზელანდია

1

0

0

1

10

 

უკრაინა

1

0

0

1

11

 

ხორვატია

1

0

0

1

12

 

საფრანგეთი

0

2

0

2

13

 

ჩინეთი

0

1

2

3

14

 

კანადა

0

1

1

2

15

 

კოტ დივუარი

0

1

0

1

16

 

უნგრეთი

0

1

0

1

17

 

იტალია

0

1

0

1

18

 

ბოტსვანა

0

1

0

1

19

 

ნიგერია

0

1

0

1

20

 

კუბა

0

0

2

2

21

 

ჯიბუტი

0

0

1

1

22

 

ჩეხეთი

0

0

1

1

23

 

იაპონია

0

0

1

1

24

 

ესტონეთი

0

0

1

1

25

 

ჰოლანდია

0

0

1

1

26

 

სერბია

0

0

1

1

27

 

დომინიკელთა რ-ა

0

0

1

1

28

 

ესპანეთი

0

0

1

1

სულ:

21

21

21

63

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12393