ქობულეთში გამართულ შეხვედრაში, სტუმართათვის მეორე ნახევარში ყველაფერი დრატამულად წარიმართა,არადა მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, ოდიშელებს შეეძლოთ სათავისოდაც დაესრულებინათ მატჩი. ჯერ იყო, მატჩის მთავარმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ მეორე ყვითელი ბარათის გამო, გიორგი პაჭკორიას 59-ე წუთზე მინდორი დაატოვებინა და სტუმრები კაცნაკლული დატოვა. მანამდე კი ზუგდიდელებს ანაგრიშის გახსნაც შეეძლოთ, როცა „გურიას“ უკრაინელმა ლეგიონერმა შუმეიკომ, უხეში შეცდომა დაუშვა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, იქ დასწრებაზე კარგად ითამაშა ირაკლი ეხვაიამ, მეკარესაც ოსტატურად გადაუგდო თავზე ბურთი, მაგრამ დარტყმა ოდნავ ძლიერი გამოუვიდა და მომენტიც დაიკარგა. ამასთან ერთად სტუმრებს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელებაც დასჭირდათ. ჯერ ტრავმა სტუმართა შემტევმა ლუკა გუგუჩიამ მიიღო, ხოლო ამავე მიზეზით ცოტა ხანში ცვლილება გიორგი ქვარცხავასაც დასჭირდა. რაც შეეხება მასპინძლებს - მათ შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლეს მეტოქის გატეხვა და ერთადერთი გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალეს თავის აქტივში.
პირველ ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდის გარდა, გუნდები მაინც მოედნის ცენტრში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. პირველივე წუთზე კოშკაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა სახიფათო, თუმცა მამალაძემ ზუსტად ითამაშა. ცოტა ხანში კოშკაძემ კილაძის მისამართით გააკეთა კარგი გადაცემა, თუმცა ამ უკანასკნელს დარტყმა დაუგვიანდა. ამის შემდეგ სტუმრებმა ზედიზედ სამი სტანდარტული შეასრულეს, მაგრამ შედეგი არც ამას მოჰყოლია. ზუგდიდელებმა რეალური საგოლე მომენტი პირველი ნახევრის მიწურულს შექმნეს, როცა ლომია-ეხვაიას კომბინაციის შემდეგ, გუგუჩიამ ტექნიკური მოძრაობით ორი მეურვე ჩამოიტოვა და კარისკენ გაისროლა, ამ ეპიზოდში ბობღიაშვილმა საკუთარი გუნდი იხსნა აშკარა გოლისაგან. ორ წუთში კი აფაქიძემ ახლო მანძილიდან დაარტყა კარისკენ და ისევ მეკარემ ივარგა. სხვა საინტერესო პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა, გარდა ერთისა, როცა ძამსაშვილმა შორიდან დაარტყა და მამალაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
მეორე ტაიმი, როგორც აღვნიშნეთ, სტუმართათვის არასასურველად დაიწყო და ასეთი შედეგითაც დასრულდა. გოლის გატანა კი ვილი ისიანმა მოახერხა, რომელმაც სტუმართა უკანა ხაზზე დაშვებული შეცდომა, სამქულიანად აქცია.
გურია (ლანჩხუთი) - ზუგდიდი 1:0
3 ნოემბერი. ქობულეთი. „ჩელე“ არენა.”
გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, შუმეიკო (შენგელია 53), ჩიკვილაძე, კილაძე (გაჩეჩილაძე 50), ძამსაშვილი (ტორონჯაძე 77), შალამბერიძე, კოშკაძე, ჯიშკარიანი, ისიანი
მწვრთნელი: რომან პოკორა
ზუგდიდი: მამალაძე, ქვარცხავა (აქუბარდია 77), აფაქიძე, მირცხულავა, კანკია, პაჭკორია, ონიანი, სიხარულია, შ.ლომია (ფარჯიკია 64 წთ), გუგუჩია (ტყემალაძე 57 წთ), ეხვაია
მწვრთნელი: კლიმენტი წიტაიშვილი
გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84)
გაფრთხილება: პაჭკორია (20), მირცხულავა (32), ტყემალაძე (73), მამალაძე (82)
გაძევება: პაჭკორია (59)
მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0
გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95)
სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (88)
გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0
ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)
4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები არ არიან
მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 11 | 8 | 2 | 1 | 27:9 | 26 |
2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
3 | ტორპედო | 10 | 5 | 4 | 1 | 15:17 | 19 |
4 | გურია | 11 | 6 | 0 | 5 | 11:14 | 18 |
5 | დილა | 11 | 5 | 3 | 3 | 16:11 | 18 |
6 | მეტალურგი | 11 | 5 | 3 | 3 | 16:15 | 18 |
7 | ზესტაფონი | 11 | 4 | 3 | 4 | 12:8 | 15 |
8 | მერანი | 11 | 4 | 0 | 7 | 12:25 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 3 | 5 | 15:17 | 12 |
10 | სიონი | 11 | 2 | 4 | 5 | 11:15 | 10 |
11 | სპარტაკი | 11 | 2 | 1 | 8 | 8:16 | 7 |
12 | ზუგდიდი | 11 | 1 | 4 | 6 | 5:16 | 7 |
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა