ფეხბურთი

16:03 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ თოვლის თანხლებით

 

დიდთოვლობამ ისევ შეიტანა კორექტივები ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განრიგში. მე-16 ტურის ორი მატჩი გადაიდო. ქუთაისში “ჩიხურა” – “მერანს” უნდა დახვედროდა, ქობულეთში კი “გურია” – “ტორპედოს.” სავარაუდოდ, ორივე ეს თამაში ხვალ გაიმართება. დიდი შანსია ლანჩხუთელებმა ქუთაისელებს სამტრედიაში უმასპინძლონ. 

დანარჩენ სამ შეხვედრაში მსაჯებმა ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერმა “დინამომ” იოლად მოუგო “ზუგდიდს,” “სპარტაკმა” ბოლო 3 წუთში გატეხა “მეტალურგის” წინააღმდეგობა, მცხეთაში კი “ვიტ ჯორჯია” “სიონს” უგოლოდ დაშორდა.

დილა (გორი) – ზესტაფონი 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (30), 1:1 გიორგი ქვილითაია (58), 2:1 თეიმურაზ ღონღაძე (62), 3:1 გიორგი ქვილითაია (90)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 0:0

 

ზუგდიდიდინამო (თბილისი) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჩისკო (9), 0:2 დორინ გოგა (32), 0:3 დარკო გლიშიჩი (81) 

გაძევება: გიორგი გველესიანი (69)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დავით გელაშვილი (87), 2:0 თორნიკე თუხარელი (90) 

გაძევება: ანზორ სუხიაშვილი (10, “მეტალურგი”)

 

ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი) - გადაიდო

10 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: თ. ხუჭუა, ზ. ფიფია, ზვ. ერქვანია, დ ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:3

 

გურია (ლანჩხუთი) – ტორპედო (ქუთაისი) - გადაიდო

10 დეკემბერი. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკა ფირცხალავა, ნიკა ჭანტურია (“ტორპედო”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დორინ გოგა (“დინამო”)

8 – ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


0.110374