ჭიდაობა

17:46 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ რუსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ყველაზე ბოლოს ევროპირველობაში დავით მარსაგიშვილი ჩაერთვება. იგი ხალიჩაზე ხვალ გავა. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში აწონვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და სატურნირო ბადეც შეივსო.

მარსაგიშვილს 21 მონაწილეს შორის მე-9 ნომერი ერგო და ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეები არიან: შვეიცარიელი რიესენი, რუმინელი ფრანტი და ესტონელი სილატი. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდა რუსეთის ნაკრების ტიტულოვანი წევრი ანზორ ურიშევი. მისი და მარსაგიშვილის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.

შეგახსენებთ, აქამდე ნაჭიდავებ ექვსივე წონით კატეგორიაში ქართველი და რუსი მოჭიდავეები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ცოტა უცნაური და საეჭვო დამთხვევაა...

 

 

 

 

0.133614