ინტერვიუები

17:56 | 30.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მამუკა ჯუღელზე: რუსები არკვევენ და ვერც არკვევენ

მამუკა ჯუღელის პერსონა ქართულ ფეხბურთში თითქმის ყველამ იცის და შეხსენებისთვის, ის გახლავთ საფეხბურთო აგენტი, რომელიც რუსეთის საფეხბურთო ბაზარზე განსაკუთრებით აქტიურია და იქაურ პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები მისი კლიენტები არიან - ყველა არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა.
რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის პრესიდენტ იგორ ეფრემოვს შეეკითხნენ, თუ რა ინფორმაციას ფლობს ჯუღელის შესახებ. საუბარი "სოვეტსკი სპორტის" საიტზე გამოქვეყნდა:
- იცნობთ თუ არა ასეთ ქართველ პიროვნებებს ფეხბურთში – მამუკას და ვოვას?
- მესმის, სად მიგყავთ საუბარი, მაგრამ თავს ხუმრობის უფლებას მივცემ: ისინი არცერთი კლუბის განაცხადში არ ფიგურირებენ.
- ჯუღელისა და მაშიას გვარები არაფერს გეუბნებათ?
- მაშია არა. ჯუღელზე კი პრესამ უკვე დაწერა.
- ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთში ორივე ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლება. ხმების თანახმად, ჯუღელს აქვს სიმპათია ბრიანსკის "დინამოს", მაშიას კი, "მორდოვიას" მიმართ.
- რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიაზე და მფარველობაზე ჩემთვის არაფერია ცნობილი.
- არის მკვეთრი აზრი, რომ პრემიერლიგაში სუფთა მატჩებით გადასვლა წარმოუდგენელია...
- ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ ვლაპარაკობთ პირველი დივიზიონის კომერციულ პროექტებზე, მაგრამ თუ ტურნირი კორუმპირებულია, მაშინ რა კომერციაზე ლაპარაკობენ კლუბების ხელმძღვანელები? მინდა, რომ ეს აზრი საფეხბურთო პროცესის ყველა მონაწილემ გაითავისოს.
- იქნებ, ჯუღელით დავიწყოთ? ჩვენ გვაქვს მისი ტელეფონი. იქნებ, სწორედ ისეთი გავლენიანი ადამიანია, რომ მისი თვალის დახამხამებაზე გუნდები კარდინალურად ცუდად, ან პირიქით, კარდინალურად კარგად თამაშს იწყებენ.
- ერთი წელია, ამ თანამდებობაზე ვარ და ჩემს კაბინეტში ასეულობით ადამიანი ყოფილა, ბევრს დავდივარ რეგიონებშიც. ვისაც ჩემთან საუბარი სურს, თავისუფლად შეუძლია. აი, დაძალებით კი, ვერავის დავაძალებ. მაინც ვერ გამოვა კონსტრუქციული დიალოგი.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

0.109177