ფეხბურთი

18:06 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიასთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელი მოემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ოფიციალურ ნაწილს იწყებს. 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 21-მა ფეხბურთელმა სპეციალური შეკრება გაიარა და ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა ცხინვალის „სპარტაკი“ 2:0 დაამარცხეს (გოლები: ლ.პარუნაშვილი, თ.გრიგალაშვილი). ასევე 2:0 დასრულდა თემურ ქეცბაიას გუნდისა და ბოლნისის „სიონის“ მატჩი (გოლები: გ.პაპუნაშვილი, გ.დოლიძე). ამ შემადგენლობიდან, თემურ ქეცბაიამ ხუთი ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც ხვალ ლეგიონერები შეურთდებიან. ირლანდიასთან მატჩისთვის ეროვნული ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი(„დინამო თბილისი“), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“ საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („ჰაპოელი“, ფეთაჰ-თიკვა, ისრაელი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), თემურ ღონღაძე („ჩიხურა“, საჩხერე)

ნახევარმცველებ: მურთაზ დაუშვილი („უფა“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა) ლევან ხმალაძე ( „ოთელოსი“, კვიპროსი), კაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი(„ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), გრიგოლ დოლიძე („სამტრედია“), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი)

ამ შემადგენლობიდან, ირლანდიასთან მატჩისთვის, უეფას წესების შესაბამისად, ოფიციალურ განაცხადში 23 ფეხბურთელი მოხვდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ვარჯიშს ხვალ, 1 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, 19:30 წუთზე ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, 19:00 საათზე, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.111381