ფეხბურთი

17:26 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ ტრაპატონი დაითხოვა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

გუშინ, ირლანდიამ ავსტრიასთან 0:1 წააგო და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 74 წლის ტრაპატონისთან და მის თანაშემწესთან, მარკო ტარდელისთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

ჯოვანი ტრაპატონი ირლანდიის ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნიდა.

0.11572