ფეხბურთი

16:19 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ შინ თურქეთთან წააგო

ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, მარტინ ონილის გაწვრთნილმა ირლანდიამ შინ 1:2 წააგო თურქეთთან. დუბლინის “ავივაზე” გამართულ ამხანაგურ მატჩში ორივე გუნდს აკლდა წამყვანი ფეხბურთელები – მაგალითად, ირლანდიას არ ჰყავდა რობი კინი, ხოლო თურქები კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ.

მთლიანობაში, ირლანდიელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქეზე მეტი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა მაინც დამარცხდნენ.

მე-17 წუთზე იოზეკმა ლამაზი თავურით დააწინაურა თურქები, 75-ე წუთზე ქამდალმა ნური შაჰინის ბრწყინვალე პასის შემდეგ ახლოდან ცხრიანში გაიტანა და ორი ბურთით დააწინაურა თავისიანები, რასაც მასპინძელთა ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა: ვალტერსმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.

31 მაისს ირლანდიელები ლონდონში იტალიას შეხვდებიან. 

ირლანდია-თურქეთი 1:2 (0:1)

ირლანდია: ელიოტი, კოულმენი, უორდი, ველანი(ქუინი 82), ოში, დელანი (მეილერი 66), მაკგიდი (ვალტერსი 66), უილსონი, ლონგი(მერფი 66),ჰულალანი, მაკლინი.

თურქეთი: რეჯეპი, გონული, ერქინი, ბალთა, ტოპრაკი, შაჰინი (დოგანი 85), იოზეკი (ქამდალი 71), ინანი (ოზიაქუპი 21),ერდინგი (პეკტემეკი 82), ქისა (ტუფანი 44), ჩალჰანოღლუ (ადინი 64).

გოლები: 0:1  იოზეკი (17), 0:2 ქამდალი (75), 1:2 ვალტერსი (78).

0.116734