თამაშგარე

17:14 | 6.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკსა და კრიშტიანუს დედას შორის კონფლიქტია?

გასულ კვირას მადრიდში “რეალმა” “ესპანიოლს” 5:0 სძლია. ხსენებულ მატჩში “რეალის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს საცოლე, სუპერმოდელი ირინა შეიკი, დედა დოლორეშ ავეირუ და კრიშტიანუს პატარა ვაჟი გულშემატკივრობდნენ, რომელიც რონალდუს სუროგატმა დედამ გაუჩინა.
აღსანიშნავია, რომ ირინა შეიკი და რონალდუს დედა ერთ რიგში, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით ისხდნენ. კრიშტიანუს ვაჟი კი, ხან ბებიასთან იმყოფებოდა და ხანაც სუპერმოდელ დედინაცვალთან. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირინა და დოლორეში კრიშტიანუს ერთად ქომაგობენ, მაგრამ აქამდე ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ ხოლმე.

 

რუსუდან ჭუმბურიძე
 

0.157204