მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერმეგოლეს ზეპოპულარულ სატრფოს ირინა შეიკს უთქვამს: ”ცნობილი ფეხბურთელის გულისსწორობა კარგი რამაა და ბევრი დადებითი მხარეც აქვს, მაგრამ მთლიანობაში მაინც რთულია, რადგან მისი გულის მოზრდილი ნაწილი მაინც ფეხბურთით არის სავსეო”.
ირინას ეს ერთი შეხედვით ნაკლებად პრეტენზიული განცხადება უმალ აიტაცეს ევროპულმა ”ყვითელმა” ჟურნალებმა და ათასგვარი კუდიც მოაბეს. ზოგგან ისიც კი დაიწერა, ირინას რონალდუსთან საყვარლის სტატუსით ყოფნა მოწყინდა და რაკი ოფიციალურ ცოლ-ქმრობას ჯერ ვერ მიაღწია, პორტუგალიელთან განშორება სწადიაო.
გრძელი ენის მქონეთ სალაპარაკოს აბა რა გამოულევთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენებური თამროსი არ იყოს, ირინა შეიკი ”ის ირინა აღარ არის” და ცოტა დაღვრემილადაც გვეჩევენება. ირინა შეიკი სირიის კრიზისზე რომ არ იდარდებს, ეს ყველამ კარგად ვიცით...