თამაშგარე

12:39 | 20.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი რონალდუსთან დაშორებას არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფომ, ირინა შეიკმა თავისი არაორდინალური ქცევით კიდევ ერთხელ გააკვირვა სრულიად ევროპა. ვოლგისპირეთში გაზრდილმა მშვენიერმა ასულმა არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი და არაა გამორიცხული, თუკი ოდესმე რონალდუს ნაცვლად სრულიად სხვა ადამიანზე იქორწინებს.

ირინა შეიკმა ისიც თქვა, რომ ამჯერად კრიშტიანუსთან ურთიერთობა ბოლომდე დალაგებული აქვს და ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ. თუმცა, არის კონკრეტული ფასეულობები, რაშიც შეყვარებულებს სხვადასხვა გემოვნება აქვთ და ცდილობენ, ერთმანეთს ამის გამო არ ეკამათონ.

ირინა შეიკმა, რამდენიც უნდა ისაუბროს მასსა და რონალდუს შორის “კარგ ურთიერთობებზე“, ესპანური პრესა მაინც გამუდმებით წერს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ძალზე რთული ხასიათი აქვს და მისი უჟმურობის ატანა ბევრ ქალს უჭირს. ვნახოთ, იქნება თუ არა ირინა შეიკი ამ მხრივ გამონაკლისი... 

0.115851