თამაშგარე

13:40 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი ოლიმპიადაზე რუსებს უქომაგებს

 

სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადება სრულდება. მოუწესრიგებელი სასტუმროებისა და უცნაური ტუალეტების შემდეგ, ყურადღება იქ ჩამსვლელი ცნობილი ადამიანების მიმართაც გაორმაგდა. უკვე ვიცით, რომ ბევრი პოლიტიკოსი და შოუბიზნესის ვარსკვლავი, მიზეზთა გამო, სოჭში ჩასვლისგან თავს იკავებს, თუმცა ისეთებიც არიან ვინც ამ ღონისძიებაზე დასწრებას თავის მოვალეობად მიიჩნევს. ერთ-ერი მათგანი კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული და “ოქროს გოგონა,” მოდელი ირინა შეიკია.

 მოგეხსენებათ, შეიკის ნამდვილი გვარი შაიხლისლამოვაა. ის 28 წლის წინათ ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ემანჟელინსკში დაიბადა მეშახტის ოჯახში. მამა – ვალერი, ეთნიკურად თათარი გახლდათ, დედა კი რუსი, მისი ეგზოტიკური გარეგნობაც ამის შედეგია, ამჟამად ცნობილი მოდელი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ამიტომაც არ არის გასაკვირი მისი საოლიმპიადო აქტიურობა.

0.112435