თითქმის აღარ დარჩა ორიგინალური იმიჯი, რომელიც ფოტო-სტუდიებმა მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლეს – ირინა შეიკს რომ არ მოარგეს. ფოტო-გადაღებების დროს, შეიკი ხან წყლის მეფის ასულად იყო მოვლენილი, ხან ტყეში დაკარგულ წითელქუდად და ხან კი, ესპანეთის დედოფლად. თუმცა, მისი ბოლო საიმიჯო ფოტოსესია ყველაზე უცნაური და ორიგინალური გამოდგა, რადგან მოდელი არც მეტი, არც ნაკლები - გასულ საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი იტალიური მაფიოზური დაჯგუფების, ”კოზა ნოსტრას” ბოსად გარდაისახა.
ფოტოსესიაში ირინა შეიკი ზუსტად ისე გამოეწყო, როგორც თავის დროზე იტალიელი მაფიოზი ქალები იცვამდნენ და მის ტანსაცმელზე თითქმის ყველა ის შტრიხია დატანილი, რაც გასული საუკუნის იტალიელ მაფიოზებს ჰქონდათ. ფოტოები უკვე შეიძინა რამდენიმე ცნობილმა ჟურნალმა, თუმცა სრული ფოტოსესიიის შეძენა მხოლოდ ორმა ესპანურენოვანმა გამოცემამ მოახერხა.
ირინა შეიკის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მასსა და პორტუგალიელ ფეხბურთელს შორის არსებული რომანი გამჟღავნდა და კრიშტიანუ რონალდუმ სახალხოდ განაცხადა, რომ ამ ზაფხულში ირინასთან ოფიციალურ ქორწინებას აპირებს. ჯერჯერობით, ქორწილის საბოლოო რიცხვი არაა გაცხადებული, მაგრამ როგორც ესპანეთში ფიქრობენ, ქორწილი ივლისში უნდა შედგეს.