თამაშგარე

10:01 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი ისრაელის მიწაზე

მადრიდის “რეალისა“ და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფო, მოდელი ირინა შეიკი, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიშტიანუზე არანაკლებ პოპულარულია და საზოგადოების კონკრეტულ ფენაში რონალდუზე მეტი ავტორიტეტითაც სარგებლობს.

ჟურნალისტები ირინა შეიკს უკვე არამხოლოდ მოდაზე და ქმრის შესახებ, არამედ პოლიტიკაზე და ერთი შეხედვით მოდელისთვის სრულიად არასაინტერესო თემებზეც ესაუბრებიან. მაგალითაც, ცოტა ხნის წინ, ისრაელში ფოტოგადაღებებზე ჩასულმა ირინამ ადგილობრივ ჟურნალისტებს ისრაელზე თავისი აზრი უთხრა.

“ისრაელის მიწა მრავალი რელიგიის სამშობლოა და ამიტომ ამ ტერიტორიას და ამ ქვეყანას განსაკუთრებული მიხედვა სჭირდება. მე არა მგონია მსოფლიოში არსებობდეს ადამიანი, რომლისთვისაც ისრაელი და გამორჩეულად კი ქალაქი იერუსალიმი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ატარებდეს“ – განაცხადა შხვართმა მოდელმა.

0.15808