ფეხბურთი

22:34 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მოდებაძე: ”დინამოში” ყველაფერი კეთდება საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის"

საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს ნაკრების წევრი, 29 წლის ფორვარდი ირაკლი მოდებაძე თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა.

გამოცდილი ფორვარდი კარიერის განმავლობაში თბილისის “მერანში”, რუსთავისა და ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, ოდესის “ჩერნომორეცში” გამოდიოდა, მისი ბოლო კლუბი კი გორის “დილა” გახლდათ.

ირაკლი მოდებაძე: “დინამო” ჩემთვის ის გუნდია, რომლის წარმატებისთვის დღეს ყველა ძალ-ღონე მაქვს მიმართული. “დინამოს” ყოველთვის ჰქონდა დიდი გეგმები და შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო დასახული მიზნების მისაღწევად. “დინამო” ის გუნდია, სადაც ყველაფერი კეთდება საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის. მადლობა ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყოფილ კლუბს გორის “დილას”. იმედი მაქვს, მოვა დრო და იქაც ისეთივე საფეხბურთო პირობები იქნება, როგორიც “დინამოშია”.

www.fcdinamo.ge

0.147983