ირაკლი მესხია კარიერას პოლონეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ოლშტინის “სტომილში” აგრძელებს.
21 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, შარშან “ზესტაფონში” იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმების გამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაში არ ჩაუტრებია.
მესხია გალშია დაბადებული და ფეხბურთელად კიევის “ობოლონში” ჩამოყალიბდა. მას უკრაინის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. მან “სტომილს” მიმდინარე ზაფხულში მიაშურა და პოლონეთის პირველ დივიზიონში ჩატარებულ 3 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.