ფეხბურთი

15:11 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძის უკრაინული პერსპექტივა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ, შესაძლოა, კარიერას კიევის “არსენალში” გააგრძელოს. ამის შესახებ, უკრაინული ინტერნეტგამოცემა football.sport.ua იუწყება.

განვლილი სეზონი, მაისურაძემ რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო, ხოლო ზამთარში გორის “დილაში” გადავიდა.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, მან ქართულ კლუბებში თავი კარგად წარმოაჩინა და ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

უკრაინის აწ უკვე დასრულებულ პრემიერლიგაში “არსენალმა” 16 გუნდში მე-8 ადგილი დაიკავა. 

0.126019