სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ფორვარდი ირაკლი კეიდია (05.01.83, 203სმ, 95კგ) ქვეყნის ექსჩემპიონ „არმიაში“ ჩაირიცხა, სადაც მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „არმიას“ მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშის თანაშემწე ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კეიდიას საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლო, ორი სეზონი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ „დინამოში“ ასპარეზობდა.