სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” ფორვარდი და კაპიტანი ირაკლი ჩლაიძე (01.12.89, 198სმ), ტრავმის გამო თანაგუნდელებს ვერც ამჯერად, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მე-8 ტურში დაეხმარება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩლაიძე მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის მე-7 ტურში, “მაკაბისთან” შეხვედრაშიც არ მონაწილეობდა.
მე-8 ტურში “სოხუმის” მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “შსს აკადემია” იქნება. “ოლიმპსა” და “შსს აკადემიას” 6-6 თამაშიდან 9-9 ქულა აქვთ და V-VI ადგილებს ინაწილებენ.