თამაშგარე

11:07 | 3.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

იოზილს თურქმა ნათესავებმა შეუტიეს

მიუხედავად იმისა, რომ თურქული წარმომავლობის გერმანელი ფეხბურთელი მესუთ იოზილი შუაევროპაში – გერმანიაშია გაზრდილი და მისი ნათესავების დიდი ნაწილიც ევროპული პასპორტით იწონებს თავს, ცხადია, რომ ევროპაში მცხოვრებ თურქებს კონკრეტულ საკითხებში საკუთარი პრინციპები შენარჩუნებული აქვთ.
როგორც იცით, ამჟამად მადრიდის “რეალში“ მოთამაშე მესუთ იოზილი რამდენიმე თვეა, რაც წარმოშობით ვენესუელელ ლამაზმანს, აიდა იესპიკოს ხვდება და ამ წყვილის ტრფობის შესახებ ესპანურ პრესაშიც ხშირად იწერება. როგორც აღმოჩნდა, იოზილის ნათესავებს ეს ყველაფერი ძალიან არ მოწონთ და ფეხბურეთელს “გონზე მოსვლისაკენ“ მოუწოდებენ.
მესუთის ნათესავებს უმთავრესად ის აღელვებთ, რომ “რეალის“ ვარსკვლავი მათი გაგებით უკვე ზრდასრული მამაკაცია და ცოლი აქამდეც უნდა მოეყვანა. ამას გარდა, ძალიან არ მოსწონთ, რომ ესპანური ბულვარული ჟურნალები მესუთისა და აიდას ტრფობის ამსახველ ფოტოებს ბეჭდავენ. იოზილი ჯერჯერობით დაქორწინებას არ აპირებს, რაც მის ნათესავებს ძალიან აღელვებს.
 

0.161827