იმ საფეხბურთო მოღვაწეთა რიცხვს, რომლებიც მესუთ იოზილის “რეალიდან” “არსენალში” გადასვლამ გააკვირვა, გერმანელი ფეხბურთელის ახალი თანაგუნდელი სანტი კასორლაც შეუერთდა.
“ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ იოზილი “არსენალის” ფეხბურთელი გახდა. ის შესანიშნავი მოთამაშეა და გაგვიმართლა, რომ ასეთი დონის შემსრულებელი დავიმატეთ.
არ მესმის, როგორ დათმო “რეალმა” იოზილი. ის ხომ უნიკალური ფეხბურთელია. ახლა, მას სრულად გახსნის შესაძლებლობა მიეცემა.” – ციტირებს “არსენალის” ესპანელი შემტევის სიტყვებს Marca.