ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის – მესუთ იოზილის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ბრიტანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების 25 წლის პლეიმეიქერს 4-5 კვირის გამოტოვება მოუწევს.
იოზილმა ტრავმა მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის (1:1) დებიუტში მიიღო, მაგრამ ტაიმის ჩამთავრება მაინც მოახერხა. სამედიცინო შტაბის თავდაპირველი პროგნოზით, ნახევარმცველს 2 კვირა უნდა გამოეტოვებინა.
ამგვარად, იოზილი “არსენალს” “ტოტენჰემთან”, “ჩელსისთან”, “სუონსისთან”, “მანჩესტერ სიტისთან” და “უიგანთან” მატჩებში დააკლდება.