“არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა. ლონდონელთა გერმანელი ლეგიონერი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში, შვედეთთან მატჩში დაშავდა და მედიკოსების წინასწარი დიაგნოზით სულ ცოტა, ერთი კვირით დასვენება მოუწევდა, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ საგანგაშო არაფერია.
BBC-ის ცნობით, იოზილი შაბათს, პრემიერლიგის მე-8 ტურში, “ნორვიჩის” წინააღმდეგ შეხვედრაშიც შეძლებს მინდორზე გასვლას.