ფეხბურთი

19:32 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველ მესუთ იოზილი კლუბის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. ამის მიზეზი ისაა, რომ “სიტისთან” წაგებული თამაშის (3:6) შემდეგ, მან გასახდელს გულშემატკივრებისთვის მადლობის გადაუხდელად მიაშურა.

“ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა ვერ გადავუხადე.

ვიცი, რომ ჩვენს მხარდასაჭერად დიდი გზა გამოიარეთ და ფულიც დახარჯეთ. თამაშის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ მაინც უნდა მოვსულიყავი თქვენთან და მადლობა გადამეხადა. ეს “არსენალის” ტრადიციაა მიუხედავად იმისა, გუნდი იგებს თუ აგებს.” – წერს იოზილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

0.115822