ფეხბურთი

14:00 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი “არსენალს” უახლოვდება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე, დიდი შანსია, ლონდონის “არსენალმა” მადრიდის “რეალის” პლეიმეიკერი მესუთ იოზილი შეიძინოს. ბრიტანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკების პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული.

საგულისხმოა, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებებს ესპანური პრესაც ადასტურებს. სავარაუდოდ, “მეთოფეები” გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, მადრიდელებს ბონუსებიც დაერიცხებათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “არსენალს” ტრანსფერებზე ფული არ დაუხარჯავს. არსენ ვენგერის გუნდი უფასოდ გაძლიერდა თავისუფალი აგენტებით - იაია სანოგოთი და მატიე ფლამინით.

 

0.113928