Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სტევან იოვეტიჩს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
გუშინ, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩერნოგორიამ მოლდოვა შინ 2:0 დაამარცხა. იოვეტიჩმა აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან წინასამატჩო ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს 24-წლის იოვეტიჩს, თუმცა წინასწარი პროგნოზით, "მეთოფეთა" წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გიორგი ბალახაძე