ფეხბურთი

22:47 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოსელიანი და თოთაძეც "სიონში" არიან

 

ბოლნისის "სიონი" საკმაოდ კარგ შემადგენლობას უყრის თავს. დღეს გიორგი განუგრავას გადასვლაზე უკვე დავწერეთ და კიდევ ორი ფეხბურთელი გადავიდა ქვემოქართლელთა გუნდში: ნახევარმცველი გივი იოსელიანი და მცველი ლაშა თოთაძე.

როგორც იცით, იოსელიანი ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი უნგრულ "კეჩკემეტიში" გაატარა. რაც შეეხება თოთაძეს, მას უფრო დიდხანს უთამაშია უნგრეთში ("დიორში", "ლომბარდ პაპაში") და ასევე გახლდათ გორის "დილაში".

იოსელიანიც და თოთაძეც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდნენ.  

გიორგი კიკნაძის გაწვრთნილი "სიონი" ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე და 15 ივლისს გამართავს ტესტ-მატჩს ცხინვალის "სპარტაკთან". შეხსენებისთვის, ამ ფეხბურთელების გადაყვანამდე, "სიონში" თბილისის "დინამოდან" ორი ფეხბურთელი იჯარით ჩაირიცხა: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ.


0.135524