თამაშგარე

11:01 | 10.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

იონ არნე რიისე საყვარელმა გაიხსენა

ნორვეგიელი ფეხბურთელის, იონ არნე რიისეს ყოფილი საყვარელი, ბრიტანელი სარა ჰარდინი რიისესთან რომანს აქამდე მრავალგზის უარყოფდა, თუმცა ცოტა ხნის წინ საჯაროდ აღიარა, რომ ნორვეგიელ მცველთან ერთ დროს მართლაც ჰქონდა რომანი, თუმცა ეს სასიყვარულო ისტორია დიდხანს არ გაგრძელებულა.

სარა ჰარდინის თქმით, იონ არნე ცუდი ადამიანი ნამდვილად არაა, მაგრამ მისგან არ მოდიოდა ის მუხტი და ის ცეცხლი, რაც სარასნაირ ცქვიტ ქალებს ძალიან მოსწონთ და უყვართ. სარა რიისეს იხსენებს, როგორც მის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ იონ არნესნაირ პედანტ კაცთან დიდი ხნით ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა.
სხვათა შორის, იონ არნე რიისე ქალების მოყვარულ კაცად ითვლება და თავის პირველ ცოლს, ანტუანეტა მეერჰენსაც სწორედ იმიტომ დაშორდა, რომ ანტუანეტამ ჯონის ქალთმოყვარეობას ვეღარ გაუძლო. ამის მიუხედავად, იონზე მაინც ვერავინ იტყვის, რომ ის აღვირახსნილი კაცია. ქალების სიყვარული აღვირახსნილობას ნამდვილად არ ნიშნავს.
 
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.113512
სარეკლამო ადგილი - 99
X x X