“ფულჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა ორშაბათს ,,კრისტალ პალასთან’’ გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღფრთოვანებით ისაუბრა პატიმ კასამის მიერ გატანილ გოლზე.
,,ეს იყო საოცარი გოლი, ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო. როდესაც ჰოლანდიაში ვმუშაობდი, ლუის სუარესმა 53 გოლი გაიტანა. მათგან ორი კასამის გოლს წააგავდა, მაგრამ პატიმ გაცილებით კარგად შეასრულა. რაც შეეხება ვან ბასტენის გოლს, რა თქმა უნდა, ეს გოლი ულამაზესია, მაგრამ კასამიმ ეს ყველაფერი ორი შეხებით გააკეთა და ვან ბასტენმა ერთი შეხებით, ამასთან შვეიცარიელმა გოლი მოძრაობაში გაიტანა, ცენტრიდან მორბოდა, ორ მცველში შეირბინა, ბურთი მკერდით მიიღო და დაარტყა, ამ გოლს უპირატესობას ვანიჭებ’’_განაცხადა იოლმა.
შეგახსენებთ ორშაბათს გასვლით შეხვედრაში ,,ფულემმა’’ ,,კრისტალ პალასი’’ დაამარცხა (4:1), სტუმართაგან ასევე თავი გამოიჩინეს სიდუელმა, ბერბატოვმა და სენდეროსმა.
დიმიტრი შარიქაძე