თამაშგარე

13:08 | 11.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

იოლანდა რეინა ქალებისათვის იბრძვის

ცნობილი ესპანელი გოლკიპერის, პეპე რეინას მეუღლე, იოლანდა რეინა (რუსიზი), ერთ-ერთი პირველი იყო ფეხბურთელთა ცოლებს შორის, რომელიც ქალებში ესოდენ მოხშირებული მკერდის კიბოს გავრცელების საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო და დღემდე ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია.
იოლანდა ძირითადად ესპანეთსა და ინგლისში სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობს და გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი საკუთარი სამედიცინო კლინიკაც გახსნას, სადაც მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს შედარებით დაბალ ფასად უმკურნალებენ.
შარშან, იოლანდა რეინამ სპეციალურად ქალების დღისადმი მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ნახევრადშიშველ იოლანდას მუცელზე ფლომასტერით ეს სიტყვები ეწერა: ”შეებრძოლეთ კიბოს. თქვენ მისი დამარცხება შეგიძლიათ!”
რაც შეეხება ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ სამედიცინო კლინიკას, რომლის გახსნაზეც ჯუზეპე რაინას მეუღლე რამდენიმე წელია ოცნებობს: გოლკიპერის მეუღლეს სურს, რომ პირველი ასეთი კლინიკა ლონდონში გახსნას და თუ ეს პროექტი გაამართლებს, ევროპის სხვა ქალაქებითაც დაინტერესდება.
პეპე და იოლანდა რეინები ერთად უკვე ათ წელზე მეტია რაც ერთად ცხოვრობენ. როდესაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, იოლანდა მაშინ სულ რაღაც 19 წლის გოგონა იყო. ცოლ-ქმრის ათწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ვერავინ იხსნებს მათ შორის რაიმე მცირე კონფლიქტსაც კი და თანამედროვე არეულ საფეხბურთო სამყაროში პეპე და იოლანდა რეინები, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გამორჩეული და მისაბაძი ხალხია. 

0.12789